1734018035
თბილისში სტუმრად იმყოფებოდა - ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა
ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა. მოკლულები მეგობრები იყვნენ - 40 წლის ნიკა არჩვაძე და 39 წლის ბაჩო ბაშარული.
სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც AMBEBI.GE-ს ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი უყვება, ახალგაზრდა თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.