57 წლის ნიკოლ კიდმანმა Hollywood Reporter-ის გარეკანი დაამშვენა

kidmani

 ნიკოლ კიდმანი გამოცეის, Hollywood Reporter-ის დეკემბრის ნომრის გამოცემის გარეკანზე მოხვდა. 57 წლის ოსკაროსანი მსახიობი როგორც ყოველთვის საოცრად გამოიყურებოდა.

გადაღებისთვის მან სადა, პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი, დახვეწილი სამოსი მოირგო. მის „ლუქებს“ კი კიდევ უფრო გრაციოზულ იერს სძენდა გაშლილი თმა.

ცნობისთვის, გასულ თვეს კიდმანი ცნობილი ბრიტანული გამოცემის GQ-ს სტუმარი გახდა.

„ამ ასაკში სიკვდილის შიში უფრო მძიმე ხდება. ამას ემატება მშობლების დაკარგვა, ბავშვების სწორად აღზრდის შიში, ქორწინების პრობლემები. ამ ემოციებისგან ხშირად ატირებულს და სუნთქვაშეკრულს მეღვიძება“, – თქვა კიდმანმა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nicole Kidman (@nicolekidman)