თბილისში შუქი გაითიშება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

თბილისის რამდენიმე ქუჩას, 23 დეკემბერს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კონკრეტული ქუჩებისა და გრაფიკის შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.