„მშვიდად განისვენე...“ - ვალის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა ლენტი

„სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის, არაერთი თაობის აღმზრდელის, არაჩვეულებრივი კოლეგის, მზრუნველი დედისა და ბებიის ლამარა (თინა) დარბაზოვი - დემეტრაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს. 

ლამარა მასწავლებელმა რამდენიმე ათეული წელი გაატარა სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად და თავის ცოდნას, ძალასა და ენერგიას არ იშურებდა საყვარელი მოსწავლეების აღსაზრდელად.
 

ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავის იუმორით, თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებით გარშემომყოფთა მიმართ. 

ლამარა მასწავლებლის სიყვარული მუდამ გაჰყვება თავის მოსწავლეებს, კოლეგებს, შვილებს, ახლობლებსა და დაიკავებს მათ გულებში განსაკუთრებულ ადგილს.

გემშვიდობებით საყვარელო ლამარა მასწავლებელო, მშვიდად განისვენე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.