საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება

გიგა ავალიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

ავალიანის საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი. ერთს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო 3-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

"პროკურატურა და შსს აქტიურად იძიებს აღნიშნულ საქმეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, რასაკვირველია, ერთის მხრივ უზრუნველყოფს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ამავდროულად, დაზარალებულთან არის ინტენსიური კავშირი, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით. სრული მზაობაა პროკურატურის მხრიდან დაზარალებულთან მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ, ყველა პოზიცია მოვისმინოთ," - განაცხადა საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გიგა ავალიანს ფიზიკურად პირველ ოქტომბერს გაუსწორდნენ, რამდენიმე დღეში კი მიღებული დაზიანებებით, ის კლინიკაში გარდაიცვალა.