ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა
1766401465
როგორი წელი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი – ვერძებისთვის წარმატების მთავარი სივრცე 2026 წელს სამშობლოა.
რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ საკუთარ ქვეყანაში. უცხოეთში გამგზავრება
არ არის აკრძალული, თუმცა ძირითადი წარმატება სწორედ სამშობლოში გელით.
შესაძლებელია მემკვიდრეობითი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. საოჯახო და
სანათესავო ურთიერთობებში სტაბილურობა დამყარდება, თუმცა აუცილებელია
ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, რაც მეტ წარმატებას მოგიტანთ.
წლის მეორე ნახევარი სიყვარულის პერიოდია. ვერძს შეუძლია შეხვდეს ახალ
სიყვარულს ან უკვე არსებული ურთიერთობა განავითაროს და გააღრმაოს.
კურო – წლის პირველ ნახევარში, ივლისის ბოლომდე, კუროებს მეტი გარჯა და
აქტიურობა დასჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე გიყვართ, სამყარო
თქვენგან ითხოვს ზეაქტიურობას, მრავალფეროვან კონტაქტებს, ურთიერთობებს,
მგზავრობას, მოგზაურობას, მეზობლებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან აქტიურ
კავშირს, ასევე სწავლასა და განვითარებას. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ
დამშვიდდეთ, არ იჩქაროთ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. თუ ჩართული
ხართ მასმედიის სფეროში, ეს მიმართულება ერთ-ერთ მთავარ წარმატების
ფაქტორად იქცევა.
ტყუპები – ტყუპებისთვის 2026 წელი საინტერესოა, რადგან 26 აპრილიდან
მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი შვიდი წლით გადადის თქვენს
ზოდიაქოში. ეს მოულოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს, თუმცა
თქვენთვის სიახლეები უცხო არ არის. ფინანსური თვალსაზრისით წელი ხელს
უწყობს მატერიალურ მოზიდვას, ბიზნესში ჩართვას და ადრეული საქმიანობიდან
დივიდენდების მიღებას. წლის პირველ ნახევარში აუცილებელია სიფრთხილე. თუ
გსურთ წარმატება, უარი თქვით ფლირტზე და გამოიჩინეთ სრული ერთგულება,
რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები არ არის გამორიცხული.
ნახეთ, დეტალურად ვიდეო: