ყოფილი ჩინოვნიკის ქვრივისა და 11 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მათივე არასრულწლოვანი ქალიშვილი და მისი მეგობარი დააკავეს

სავა

იაკუტსკში 40 წლის ქალისა და მისი 11 წლის ვაჟის ცხედრები აღმოაჩინეს, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებით. მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამომძიებლების თქმით, ქალისა და მისი შვილის ცხედრები იაკუტსკში, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.  მკვლელობაში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია. 

გარდაცვლილი ქალი იაკუტსკელი ჩინოვნიკის ქვრივია, ხოლო დაკავებული - მათი ქალიშვილი და ასევე, მისი მეგობარი.

ისინი სავა მიხაილოვის ქვრივისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად დააკავეს.
ორ მოზარდს ბრალი წაუყენეს იაკუტსკში ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის შოკის მომგვრელ მკვლელობაში. საგამოძიებო კომიტეტის დოკუმენტების თანახმად, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მსხვერპლის ქალიშვილია.

იაკუტიის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 4 ოქტომბერს მსხვერპლის ქალიშვილი და მისი მეგობარი დააკავეს წინა დღეს მომხდარი დანაშაულის ჩადენის ეჭვმიტანილად. სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად ინციდენტის მიზეზებსა და დეტალებს იძიებენ.