თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

თბილისის მერია

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციულად ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.

მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„ეროვნული სკრინინგ ცენტრი უერთდება მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიას და თბილისის სატელევიზიო ანძას ლურჯად ანათებს. ეს ერთი მხრივ, გამოხატავს სოლიდარობას პაციენტების მიმართ და მეორე მხრივ, შეახსენებს მოსახლეობას დროული მიმართვიანობის მნიშვნელობაზე. მოვუწოდებთ ყველას, 50-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეებს, უფასოდ ჩაიტარონ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი და იყვნენ დაცული“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.