„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს:
„მოსალოდნელი მარტის ბოლო გაავდრება - ფერადი ქოლგებით და ნათელი ნაბიჯებით
30 მარტს - საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესეებაა მოსალოდნელი და ეს იქნება მარტის ბოლო ავდარი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, ზოგან ლოკალურად შესაძლებელია დასავლეთის ქარის გაძლიერება და ძლიერი ნალექი.
აიღეთ ფერადი ქოლგები, მყარად გადადგით ნაბიჯი წინ და სევდის ნაცვლად ღიმილით გაანათეთ თქვენი სახე. თითოეული ჩვენგანი ერთადერთი და განუმეორებელია - სწორედ ეს არის ჩვენი ძალა.აქვე გეტყვით - 31 მარტს გამოიდარებს და ღიმილი, რომელსაც დღეს გაუზიარებთ სამყაროს, გამოდარების შემდეგ მზეს კიდევ უფრო ნათელს გახდის",- წერს კობა ფარტენაძე.