თბილისის სასწარფო დახმარების ექიმებმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს - მამაკაცი ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა, ექიმების მისვლისას მას პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა

სასწტაფო

 თბილისის სასწარფო დახმარების ბრიგადამ, გადაარჩინა მამაკაცის სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში ცუდად გახდა და ექიმების მისვლის მომენტში პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი "შენი სიცოხლის გადასარჩენად"  წერს.

"თბილისის 1-ლი რაიონული სამსახურის 0139 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით - "უგონო" მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

ადგილზე მყოფების გადმოცემით მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და დაეცა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა.

ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. მონიტორზე დაფიქსირდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტად ტარდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, რის შედეგაც წამოვიდა პულსი. ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო ჰოსპიტალიზაციის პროცესი. გზაში მამაკაცის გული ისევ გაჩერდა, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სამედიცინო ბრიგადის წევრებს დასჭირდათ ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა.

ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.#გვეამაყებაექიმი ნინო ქუფარაშვილიუმცროსი ექიმი მანანა მაღრაძემძღოლი არჩილ კვეზერელი", - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".