სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება - მეუფე ნიკოლოზი
1774123553
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების დასახვედრად ემზადებიან.
უახლოეს საათებში თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდება. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივა და მონაწილეობას მიიღებს ილია მეორის წესის აგების მსახურებაში.