იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. ამ დროისთვის მატარებლები ვერ გადაადგილდებიან. მეტროსადგურ „დელისიდან“ მგზავრები ჩამოსვეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ხარვეზის აღმოფხვრას, შესაძლოა, 2 საათი დასჭირდეს.
ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.