ბანგკოკში, ბაზარში კაცმა 5 ადამიანი მოკლა

ბანგკოკში, ბაზარში კაცმა 5 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა კაცმა ბანგკოკის ერთ-ერთ ბაზარში ცეცხლი გახსნა. ტაილანდური პოლიციის მონაცემებით, შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულთა შორის ბაზრის დაცვის 4 თანამშრომელი და 1 მოვაჭრე ქალია. სააგენტოებმა ასევე გაავრცელეს ფოტო, რომელზეც სავარაუდო დამნაშავე გადაადგილდება. მას ხელში პისტოლეტი უკავია.

კაცის მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.