,,ძალიან ყურადღებით იყავით...“- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1753299898
14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა. მეგი ჯაიანის დედა, ლამარა სურმანიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მკლავს, შვილო, შენი მონატრება, დეე... შენთან მინდა, შენი ხმის გაგონება მინდა. შენი ჩახუტება მინდა, დეე, ჩემო დედიკუნა. უყვარხარ დედას უსაშველოდ, დეე. რაც დრო გადის, უფრო გელოდები – როდის შემოაღებს კარს, მეთქი, შვილოო. რატომ, შვილო, რატომ გამომგლიჯეს შენი თავი ხელებიდან? ჩვენ ხომ არაფერი დაგვიშავებია, და შენ – მით უმეტეს, დეე. როგორ ვიცხოვროთ უშენოდ, შვილო? ყველაფერი გაუფერულდა, დე... ყველაფერმა აზრი დაკარგა – ცხოვრებამაც, დე, სიცოცხლემაც. ერთფეროვანი გახდა ჩვენი ცხოვრება. ვდგებით დილას და ვფიქრობთ, როდის გამოვიქცეთ შენს საფლავზე, შვილოო... სულ გული შენსკენ მოგვიწევს, შვილოო. ნეტა როგორ ხარ, რამე ხომ არ გაწუხებს, შვილოოო? ვაი, რა გამწარებულია შენი დედა, ჩემო გულო. ღმერთზე მიმინდია, შვილოო. ჩემო მორიდებულო და მხიარულო გოგოო... რამდენი ფოტო და ვიდეო დამიტოვე, დეეე... ცრემლის გარეშე ვერ ვუყურებ, დეეე, ჩემო დედიკუნა. უყვარხარ და ენატრები შენს დედას, შვილოო... შეხვედრამდე, დეე. რა უსამართლო ყოფილა ცხოვრება, შვილო... რატომ წამართვა ჩემი თბილი, მოსიყვარულე, მეოცნებე, ხუმარა და მხიარული შვილი, ღმერთო? სად გეძებო, დედიკუნა, სად, შვილო? გული ვეღარ იტევს ამხელა ტკივილს, შვილოო. განა ამხელა ტკივილის ღირსი ვიყავით, შვილოო? ვერ ვხვდები, რატომ დაუშვა ღმერთმა... ჯერ ძალიან ადრე იყო შენთვის, დე. მტკივა გული, შვილო – რატომ გაგიმეტეს ასე ეს სიცოცხლით სავსე ბავშვები? შენ ხომ სიცოცხლე გიყვარდა, დე... რატომ და რატომ, შვილოოოო... სული მეწვის, შვილო, გული მეფლითება, ჩემო დედიკუნა. სულ შენს ვიდეოებს ვუყურებ, დე, შენს ხმას ვეძებ, შვილოო... ენატრები შენს გამწარებულ დედას, შვილოო... ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგოო...“, – წერს ლამარა სურმანიძე.