თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა

მეტრო

 თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.

 ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მგზავრთა მომსახურებას განაგრძობს.