„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკანონოდ აწარმოებენ მშენებლობას, ხსირად არ იბარებენ იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება და ვერ იწყება ვადების ათვლა.
„თუ კომპანია არ იბარებს ჩვენ მიერ გამოწერილ ჯარიმას, ვადებიც ვერ აითვლება. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, გვინდა, ცვლილების ინიციატივით მივმართოთ საქართველოს პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, დიდი მხარდაჭერა იქნება.
გვინდა, რომ იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით გამოიყენება.
კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტი განთავსდება ობიექტზე და ის ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულებას ვეღარ შეაფერხებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.