-18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება - 23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
1769110735
შპს „თბილისი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ფოლადის მილების შესყიდვაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
„დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2026 წლის 2 თებერვალი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 577998876 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.