ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
აბუ დაბიში აშშ, უკრაინა, რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყო, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმავიით, უცნობია, იმყოფებიან თუ არა ერთ ოთახში უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსნები
შეგახსენებთ, რომ დღეს აბუ დაბიში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი იგორ კოსტიუკოვი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.