ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 15 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მათ შორის არის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ხუთი მოწმე ექსპერტი დაიკითხა.
„200 ათასამდე კაცი იყო და ყველა მშვიდობიანი. ეს იყო მშვიდობიანი აქცია“, - განუცხადა ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს.
ჩახუნაშვილის ადვოკატის მარიამ ჩხეიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან არანაირ ძალადობრივ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
„ღობე უკვე ჩამოგლეჯილი იყო, როდესაც ის [ჩახუნაშვილი] ღობეს აჯანჯღარებდა პროტესტის ნიშნად“, - აღნიშნა ადვოკატმა.