ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.
პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.
როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.
მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.