ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„პრაიმტაიმი“ პრაიმ ჰაუსს ესტუმრა და ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მონაწილესთან, კოსტა სანიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
კოსტამ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის პერიოდი ყველაზე კარგად ახსენდება.
„ოჯახის თითოეულ წევრთან ძალიან საინტერესო დამოკიდებულება მაქვს. სიყვარულში გამზარდეს. თავიდან ბოლომდე ქალების გაზრდილი ვარ. ძმა მყავს, 15 წლისაა.
ბავშვობა მახსენდება ძალიან თბილად, ტკბილად, ბედნიერად და შემოქმედებითად. ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. დღემდე არ მახსოვს ზარი განხორციელდეს და სად ხარო, მკითხონ. შეზღუდვები არ მიყვარს, არც ურთიერთობებში. არ ვარ ამას შეჩვეული.
გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს მშობელი არ უნდა აკონტროლებდეს?
ბავშვს და მშობელს გააჩნია. 13 წლის კოსტას ვფიქრობ, არ სჭირდებოდა დარეკვა და კითხვა, სად არის. ბევრად საინტერესო ტიპი იყო და ბევრად უფროს ხალხთან მოძრაობდა.
ჩემხელა ძმაკაცები რეალურად, არც მყავს. ერთი კლასელი დამრჩა. სულ უფროს, ან ძალიან უმცროს ხალხთან ვმოძრაობ, შემოქმედებითად ძალიან საინტერესო გარემოში. ნაკლებად დავზარალდები იმ გარემოში, სადაც ყოფნა მიწევს, მათ ჩემ მონათესავე სულებს, მოკავშირეებს, ოჯახის წევრებს და ეკიპაჟს ვეძახი.“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ კოსტა სანიკიძემ.