,,ცვლილება საგამოცდო მარშრუტებზე” - შს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1779354579
"1700 წლის წინ, ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული, ეკლესია იქცა, ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მიტროპოლიტმა განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწევებს, მაგრამ აუცილებელია.
"1700 წლის წინ, ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული, ეკლესია იქცა, ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად.
თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწევებს, მაგრამ აუცილებელია. მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად.
ამიტომ გვმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიყვარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტეს მიმართ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია", - განაცხადა შიო მესამემ.