თამთა მეგრელიშვილი - დღეს აქცია მიჰყავს რუსი ბიზნესმენის, გულუას რეზიდენტ პრეს-სპიკერს, გიგა მაქარაშვილს

tamta megrelishvili

რეზიდენტებს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომ დასავლური მანტიის ქვეშ არ მოატყუონ გულწრფელი ადამიანები - საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში დღეს გამართულ აქციას ეხმიანება.

მისი თქმით ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ამ აქციაზე რუსეთს „აძაგებს“ რუსი ბიზნესმენის, ქართველთმოძულე მინდია გულუას პრეს-სპიკერი, გიგა მაქარაშვილი.

„აქციაზე ბევრი გულწრფელი ადამიანი დგას, პატივს ვცემ მათ პოზიციას და მხარს ვუჭერ უკრაინას. ამავე დროს უდიდეს სირცხვილად მიმაჩნია, რომ ამ აქციაზე რუსეთს „აძაგებს“ რუსი ბიზნესმენის, ქართველთმოძულე მინდია გულუას პრეს-სპიკერი, გიგა მაქარაშვილი. რეზიდენტები უნდა მოშორდნენ ამ ქვეყანას. რეზიდენტებს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომ დასავლური მანტიის ქვეშ არ მოატყუონ გულწრფელი ადამიანები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს აქცია მიჰყავს რუსი ბიზნესმენის, გულუას რეზიდენტ პრეს-სპიკერს, გიგა მაქარაშვილს.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.