რას ამბობს უკრაინაში, ბუნკერში დაბადებული ახალშობილის მამა

ახალშობილი

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების გამო მოსახლეობა ბუნკერებსა და მეტროსადგურებს აფარებს თავს.

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება კადრები, როგორ ცდილობენ უკრაინელები გადარჩენას ბომბების აფეთქებისა და განგაშის სიგნალის ფონზე.

ერთ-ერთ ბუნკერში გუშინ ბავშვი დაიბადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ფოტოები და ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა ახალშობილის მამამაც. 

 „წუხელ, გოსტომელის ღრიალისა და სირენების გოდების ქვეშ, ჩემმა ცოლმა გააჩინა ჩემი ქალიშვილი! როგორც ვარსკვლავი სიბნელეში ასეთ რთულ დროს.. ვიკუსია, შენ წარმოუდგენელი ხარ!

გმირის ქალაქი კიევი, სამშობიარო საავადმყოფო, ბომბის თავშესაფარი, ის ასევე არის საოპერაციო, ექიმები მუშაობენ და ქალები მშობიარობენ.. დიდება უკრაინას და ჩვენს ჯარისკაცებს” - თქვა ახალშობილის მამამ.,

ამასთან, 25 თებერვალს ბომბის თავშესაფარში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახალშობილებს უკვე აქვთ „ომი გენეტიკურ კოდში“.