არასრულწლოვან გოგონაზე, 5 წლის განმავლობაში, 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა (ინდოეთი)
1740327052
ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ბიძაჩემი გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული თრომბოზით - კორნელი (კოკო) ჩერგოლეიშვილი. ბებიაჩემი მასზე სულ განსაკუთრებით ზრუნავდა (მამაშენი თვითონაც მიხედავს თავსო - ხშირად მეუბნებოდა). პირველი შვილი იყო.
ბებიაჩემი ეთნიკურად ოსი იყო, ბაბუაჩემი - ქართველი. ბაბუაჩემის მშობლებს მისი ეთნიკური წარმომავლობით უკმაყოფილება რომ შეატყო, შეურაცხყოფად მიიღო და ბაბუაჩემი მიატოვა - თავის დასთან წავიდა, სიმფეროპოლში, ბიძაჩემი იქ გააჩინა, თავის გვარზე დაწერა და დედამთილს შემოუთვალა - რძალი კიარა, შვილიშვილიც ოსი გყავსო.
ბაბუაჩემმა დალააგა ამბავი, ბებიაჩემი დაიბრუნა, კოკო თავის გვარზე გადმოწერა და ერთად იცხოვრეს სიცოცხლის ბოლომდე - მაგრამ ბებიაჩემის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტად კოკო ბოლომდე დარჩა.ახლაც გვაქვს მისი დაბადების მოწმობა ოსური გვარით! ოჯახური სიჯიუტის სიმბოლოდ ვინახავთ! Rest in peace კოკო