5:13
10 გარდაცვლილი და 11 802 ინფიცირებული - ბოლო ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 24-დან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 10 233 ადამიანი, გარდაიცვალა 10 ინფიცირებული. ინფიცირების 6 005 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
სულ 76 309 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 15.47%%-ია.