რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი სვეტლანა ლობოდას უკრაინის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს

otar kushanashvili

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმა უკრაინელი მომღერალი სვეტლანა ლობოდა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მომღერალმა ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა თავისი ქვეყნის მიმართ.

ლობოდა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო. მუსიკოსი წლების წინ უკრაინაში არტისტების „შავ სიაში“ შეიყვანეს, რადგან ის პუტინის პროპაგანდისტად ითვლებოდა. თუმცა ომის დაწყების დღიდან მომღერალი საკუთარი ხალხის გვერდით დგას.

როგორც ჩანს ქართველი პუტინის პროპაგანტისტები კვლავ თავის ამპლუაში რჩებიან რადგან ჯერ ისევ ვერ აანალიზებენ არსებულ ვითარებას და მათთვის კვლავ გაუგებარი რჩება, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული.

ოთარ კუშანაშვილმა ლობოდაზე ირონიული კომენტარი გააკეთა: 
 
„სულ ვამბობდი და ის დღეც დადგა, ლობოდამ ,,გაიჩალიჩა”. შეუძლებელია ყველა მეფის მსახური იყო. ორ ზღვას შუა დგას,  ორი სახლი აქვს, უკრაინასა და რუსეთში. ხალხს არ მოსწონს, როცა გვიან გახსენდება, რომელი პასპორტი უპირატესია“, – ამბობს კუშანაშვილი.

თავის მხრივ, ლობოდა ამბობს, რომ მას ახლა მსგავსი თემებისთვის არ სცალია და ის უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.