სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ცოცხლები არიან

სვანეთში დაკარგული ბიჭები

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ცოცხლები არიან. სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან, ჩვენ კი გვანერვიულეს. მალე გაგაგებინებთ დეტალებს",- წერს სვანეთი ნიუსი.

დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს მათ ადგილსამყოფელს და ორივე პირი ცოცხალია.

 

 

"ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.