სუსი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას

სამება

სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ანონიმურ შეტყობინებაზე მოქალაქეების გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

„სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურების მიერ მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას”, - აღნიშნეს სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა.