თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლო

 თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაიკითხა საქმის გამომძიებელი.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით რომელიც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს.