მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
როგორ უნდა ამოვიცნოთ მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტები - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს:
„სამწუხაროდ, ბევრი დანამატის ამოცნობა ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია. მცენარეული ცხიმის გარჩევა სახლის პირობებშიც შეგვიძლია. მაგალითად, თუ საყინულეში მოვათავსებთ კარაქს, ის 2-3 საათში სრულად გაიყინება. მცენარეული ცხიმებით გაჯერებული პროდუქტი სირბილეს მაინც ინარჩუნებს. ან ოთახის ტემპერატურაზე როდესაც გამოვიტანთ, მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტი წვეთებს იკეთებს, კარაქი - არა. შეგვიძლია, მსგავსი ექსპერიმენტი სახლში ჩავატაროთ.
მავნებლობის თვალსაზრისით, საღებავებს, კონსერვანტებს, დამატკბობლებს გამოვყოფდი. მაღალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში, მაგალითად, უფრო მეტად ეს ტკბილ გაზიანი სასმელებს ეხება, ასპარტამი დამატკბობელია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე, +30 გრადუსსა და მეტ ტემპერატურაზე, ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაიქმნება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ სად ინახება პროდუქტი, სანამ სარეალიზაციო დახლამდე გავა. არ შეიძლება, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ იყოს. მით უმეტეს, ზაფხულში. ეს საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
არის საღებავები, რომლებმაც შეიძლება ბავშვის ყურადღებასა და აქტიურობაზე უარყოფითად იმოქმედოს. კანონი მწარმოებელს ავალდებულებს, რომ ეს ეტიკეტზე აუცილებლად იყოს დატანილი. ტარტრაზინი (E102) არის ხელოვნური საღებავი, რომელმაც შეიძლება, ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
რაც შეეხება ფალსიფიკაციას - თაფლი ხშირად ფალსიფიცირებადი პროდუქტია. შესაძლოა, მონოფლორული სახელით პოლიფლორული თაფლი, შერეული თაფლი გაყიდონ. მონოფლორული თაფლი უფრო მაღალი ღირებულებისაა“.