მძიმე ავარია ზუგდიდში - დაღუპულია ორი ადამიანი
1762802481
ინფლუენსერი სალომე კაპანაძე ფართო საზოგადოებამ «პრაიმ ჰაუსის» მეშვეობით გაიცნო. ის პროექტის პირველ და ბოლო სეზონზე მონაწილეობდა. სალომე ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში და განსაკუთრებით დიდ ინტერესს მისი პირადი ურთიერთობები იწვევს. როგორც ინფლუენსერმა «პრაიმ თაიმთან» საუბარში განაცხადა, ის დიდი ხნის მანძილზე თავს ცუდად გრძნობდა და პანიკური შეტევები ჰქონდა. რის გამოც, ხუთი თვე საერთოდ არავის ეკონტაქტებოდა. ახლა კი თავს შესანიშნავად გრძნობს და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კომპანიებთან. როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, პირად ცხოვრებაში არანაირი სიახლე არ აქვს და ამის მიზეზი ისიც არის, რომ ძირითადად ცუდი გამოცდილებები აქვს.
- პირად ურთიერთობებში ცუდი გამოცდილებები მაქვს, სხვანაირად რომ იყოს, ვიქნებოდი დიდხნიან ურთიერთობებში. ისე გამოვიდა, რომ თითქმის ყველა ურთიერთობა წარუმატებელი იყო ჩემთვის. შესაძლოა, ურთიერთობა კარგად დაიწყოს, მაგრამ შენ რომ ვითარდები და ვიღაც უკან გექაჩება ჩემთვის მისაღები არ არის. როცა პარტნიორი ვერ გთავაზობს ვერაფერს, სხვა გარემოს ეძებ და აქ იწყება ეჭიანობა. შეიძლება მე რომ ვუსმენდე ჩემს თავს სასაცილოდ არ მეყოს და ვთქვა რა მებრძოლი ეს არისთქო, მაგრამ ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ.
- როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდით ცუდად გრძნობდით თავს და სახლიდანაც კი არ გამოდიოდი, რა იყო ამის მიზეზი?
- სულ სხვადასხვა ამბებში ვარ და მარტივად არ ხდება ამდენი სტრესის აღქმა ორგანიზმისთვის, შესაბამისად საბოლოოდ დამემართა შფოთვითი აშლილობა. ხუთი თვე სახლში ვიყავი და არავისთან არ მქონდა ურთიერთობა - მეშინოდა. ადრე როცა მსგავს პრობლემებზე ლაპარაკობდნენ სულ მიკვირდა, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე მივხვდი ეს რაც არის. სამწუხაროდ ამ პრობლემაზე ბევრი ადამიანი არ საუბრობს, მადლობა ყველას ვისაც ამაზე ერთხელ მაინც უსაუბრია, უბრალოდ ვიწექი და მსგავს ვიდეოებს ვუყურებდი. ახლა გამოვიხედე თვალებიდან, კიდევ ვერ მოგიყვებით რა გამოვიარე. დილით ვიღვიძებდი და ღმერთს ვთხოვდი იმ სიტუაციიდან გამოვეყვანე. უბრალოდ თვალებიდან გამოხედვას და სწორ ხაზზე გავლას ვთხოვდი, ჯანმრთელობა მინდოდა. ამჯერად სხვანაირად იწყება დილა, მე შემიძლია ყველაფერი. მივმართე სპეციალისტს, დავიწყე მედიკამენტოზური მკურნალობა და მაგან კიდევ უფრო ცუდად გამხადა. საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან გამონახულმა საერთო ენამ მიშველა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი საჭირო იყო ის ყველაფერი.
- რა მოგიტანა «პრაიმ ჰაუსმა»?
- პრაიმ ჰაუსის ბოლო სეზონმა მომიტანა ის რაც მინდოდა. ნამდვილი სალომე ვიყავი, რომელიც ყოველთვის პოულობს გამოსავალს. კარგად ვგრძნობდი თავს, არანაირი დისკომფორტი არ მქონია. მე მე ვიყავი, სწორი ნაბიჯებით და ემოციებით. ძალიან გამიმართლა საქმის მხრივ, მქონდა ბევრი შეთავაზებები, კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი ცნობადობა. როცა პრაიმ ჰაუსში შედიხარ უნდა იცოდე რომ პიკში იქნება შენი ცნობადობა და ეს სწორად უნდა გამოიყენო.
- ბევრი ჭორები დადის შენს შესახებ, გვიამბე როგორ შეიძინე სახლი და ახალი მანქანა...
- რაც არ უნდა გავაკეთო, ყველას გონია რომ ვიღაც კაცი მიკეთებს. ეს გამაღიზიანებელია ჩემთვის. დიდი ხანი ვგეგმავდი მარტო ცხოვრებას და იპოთეკური სესხით ვიყიდე ბინა, მანქანა პატარა ასაკიდან მყავს და ვცვლი ორ წელიწადში ერთხელ. მაქვს ის საქმე რომ მქონდეს ყველაფერი. ინფლუენსერი ვარ, ვთანამშრომლობ კომპანიებთან, ბევრს ვმუშაობ და ჩემს სურვილებს ვისრულებ.