ისინი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ხშირად ტყუპები ჰგონიათ - პოპულარული წყვილის ფოტოები

ცოლ-ქმარი

ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან ახალგაზრდა წყვილი პოპულარული გახდა თავისი უცნაური მსგავსებით, რამაც ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, რომ ისინი შეიძლება დიდი ხნის დაკარგული და-ძმები იყვნენ.

ლიანგ კაიუ და ჰე სიანშენგი 30 წლისები არიან და მცენარეული მედიცინის მაღაზიას მართავენ. მაღაზიის პოპულარიზაციისთვის ისინი ხშირად იღებდნენ ვიდეოებს.

მას შემდეგ, რაც ცოლმა შეამჩნია, თუ რამდენად ჰგავდნენ ისინი, ლიანგმა დაარწმუნა ქმარი, რომ მონაწილეობა მიეღო სასაცილო კლიპებში, სადაც ისინი ერთნაირად ჩაცმულები იქნებოდნენ. დღეს ეს კლიპები წყვილის მთავარი სარეკლამო მასალაა მაღაზიისთვის.

"როდესაც პირველად შევხვდით, საერთოდ არ მეგონა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავდით. მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ცხოვრების შემდეგ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ერთმანეთს უფრო მეტად ვგავდით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ თითქმის სულ ერთად ვიყავით, ვფიქრობ, ამიტომ გავხდით ერთნაირები“,- ამბობს ლიანგი. 

ახალგაზრდა წყვილის უცნაური მსგავსება ცოტა ხნის წინ ვირუსული გახდა ჩინურ სოციალურ მედიაში, რის გამოც ბევრს აინტერესებდა, არიან თუ არა ისინი იდენტური ტყუპები და არა ცოლ-ქმარი.