„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ფრიტურული ცხიმი/ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სპეციალური მოწყობილობით (VITO ზეთის ტესტერი) რეგულარულად აკონტროლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბიზნესოპერატორებს, მუდმივად განახორციელონ შიდა კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი ნორმას აღემატება, ობიექტი ვალდებულია ზეთი დაუყოვნებლივ გამოცვალოს.
მაღალი ტემპერატურის შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოყენებული ზეთის ნარჩენების სწორად მართვა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება (დადგენილება N 605). დაუშვებელია გამოყენებული ცხიმის/ზეთის ნიჟარაში ან გარემოში დაღვრა, რადგან იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას, ამავდროულად, აზიანებს მილებს. კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა გამოყენებული ცხიმის/ზეთის შეგროვება და სპეციალიზებული კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ნარჩენის გადამუშავებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 1️5-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.