„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 27 952.9 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 11.2 მლნ ლარით.
დაფინანსება ეზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 133,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 8 953,0 მლნ ლარით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 195,0 მლნ დამატებით გამოყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად, რაც ძირითადად დაკავშირებულია ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ზრდასთან.
248,3 მლნ ლარით, 1 056,4 მლნ ლარამდე იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება. თანხები ძირითადად რთველის დაფინანსებასა და სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. დაფინანსება ასევე ეზრდებათ თავდაცვის სამინისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს სპორტის სამინისტროს.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აღნიშნული უწყების ასიგნებები მცირდება 201,7 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 923,3 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება მცირდება 137,3 მლნ ლარით.
დაფინანსება 249,2 მლნ ლარით ასევე უმცირდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები მცირდება 48,4 მლნ ლარით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 32,3 მლნ ლარით, მათ შორის 28 მლნ ლარი წარმოადგენს არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში წარმოქმნილ ეკონომიას. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 11,0 მლნ ლარით, რაც ძირითადად სავალუტო კურსის გამყარების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიაა.
საქართველოს პარლამენტის ასიგნებები წლის განმავლობაში წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მცირდება 20,0 მლნ ლარით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება წარმოქმნილი ეკონომიების გათვალისწინებით მცირდება 9,0 მლნ ლარით. ხოლო საერთო სასამართლოების დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მცირდება 25,0 მლნ ლარით.