„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან: 2003 წელს დაბადებული მ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1981 წელს დაბადებული ჰ.დ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ფ.
„სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 150 გრამამდე „კოკაინი“, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 497 კაფსულა, „მორფინის” და „კოდეინის” შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი და 200 გრამი „კეტამინის“ სითხე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში, კომპლექსურად ახორციელებენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული პირები სხვადასხვა მეთოდით, მალულად ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.