სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

gori

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინეს.

ფიზიკური პირი ვ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) კუსტარულად მოწყობილ შესაბოლ ობიექტზე, ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ხორცპროდუქტებს; გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მათი კონტროლი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.