მოსალოდნელია ძლიერი ქარი - სინოპტიკოსის გაფრთხილება მოსახლეობას

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი; დაიცავით

დღის ბოლოს დედაქალაქში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომელიც ხვალ მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

„დღის ბოლოდან დედაქალაქში და შემოგარენში მოსალოდნელია ქარი, დროგამოშვებით ძლიერი, 17-22 მეტრი წამში, რომელიც გაგრძელება ხვალ დღის ბოლომდე. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი ზომიერი ქარი  10-15 მეტრი წამში.

უქმეებზე შედარებით უნალექო ამინდი იქნება.  28 მარტს  ტემპერატურა მოიმატებს და 29 მარტს, დედაქალაქში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 23გრადუსს მიაღწევს“,- აცხადებს დოდო გვაზავა.