„სუნამოს ხშირი დასხმა აჩენს ნაოჭებს “ – გიორგი ღოღობერიძე ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სუნამოსთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„ვუყურე ვიდეოს, სადაც ექიმი ჰყვება, თუ რატომ არ უნდა დავისხათ სუნამო კისრის არეში. ამბობს, რომ ეს გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის სისულელე. შეუძლებელია ეს მოხდეს. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ორი ისეთი რამ, რის გამოც არ ღირს ამის გაკეთება. პირველი, კისრის არეში სუნამოს დასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ბერლოკის დერმატიტი. როდესაც სუნამო რეაქციაში შედის მზის სხივებთან ჩნდება ლაქები, რომლის მოცილებაც შემდეგ ძალიან რთულია.

მეორე, სუნამოს ხშირი დასხმა აჩენს ნაოჭებს, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის ალკოჰოლი. კისრის არეში ჩვენი კანი ძალიან თხელია და შედეგად სწრაფად ბერდება. გირჩევთ სუნამო არასდროს დაისხათ კისრის არეში, რათა მალე არ გაგიჩნდეთ ნაოჭები“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.