პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
48 საათში ორჯერ დადებული ზავი და ორივეჯერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - სუდანში ვითარება კრიტიკულია. ახლა მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მოლოდინშია, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მესამედ მაინც შეასრულებენ პირობას და ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიან. დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს 33 მოქალაქე უსაფრთხოდ არის. აქვთ საკვებისა და წყლის მარაგი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სუდანში მყოფი ქართველების დამსაქმებელი ავიაკომპანიები მათ ევაკუაციაზე მუშაობას განაგრძობენ.
ხართუმში მყოფი ქართველებისგან განსხვავებით, საკვებისა და წყლის მარაგი ეწურება ადგილობრივ მოსახლეობას. სუდანში ჰუმანიტარული კრიზისია. მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქიდან გაქცევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
მოსახლეობას არ აქვს მედიკამენტები, ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის საფრთხის წინაშეა. გაერო დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
ვითარება სუდანში 15 აპრილს გამწვავდა. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირება სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის მიმდინარეობს. კონფლიქტის უკან მდგარი ორი გენერლის - ალ-ბუჰრანისა და დაგალოს დაპირისპირებას 6 დღეში 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა.