პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სუდანში, სადაც შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება გრძელდება, „ქრონიკასთან“ საუბარში სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქე მამუკა მარკოზაშვილი, რომელიც ხომალდის მეთაურია, აცხადებს, რომ შეტაკებების ეპიცენტრი მისი სახლიდან ორ კილომეტრშია, თუმცა მათთან სიმშვიდეა.
„სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჯერჯერობით არ გვეხება არაფერი. არ გვაწუხებენ. ეპიცენტრი არის ჩვენი საცხოვრებლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში. შეტაკებების ხმა აქაც ისმის. ველოდებით, რომ მოვახერხოთ გამოფრენა მშვიდობიანად და მხარეებმა შეწყვიტონ სროლები“, - აცხადებს სუდანში მყოფი.
სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება, რომელთა ნაწილი ავიაკომპანიების „ჯეო-სქაის“ და „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლები არიან. საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უზრუნველყოფილი არიან წყლითა და საკვებით. მათ გრაფიკით მიეწოდებათ ელექტროენერგია.
კომპანიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუდმივი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. მათი თქმით, ისინი ელოდებიან სუდანში ვითარების სტაბილიზაციას, რათა ქართველები სამშობლოში დააბრუნონ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში დაიღუპა 270 და დაიჭრა 2600-ზე მეტი ადამიანი.
ეს მონაცემები 18 აპრილს საღამოს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა გაეროს სასურსათო პროგრამის 3 თანამშრომელი.
სუდანში კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა 15 აპრილიდან. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო.
ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხვეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.
ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.