1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თსუ-ში გუშინ მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი სტუდენტი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი და კვლევები უტარდება.
EDU.ARIS.GE სამართლის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი გოგონას დედას, ირინა ტერელაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი მის შვილსა და კიდევ ერთ სტუდენტს დაეცათ, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ წერა განაგრძეს, მისი შვილის მდგომარეობა კი საღამოს დამძიმდა.
„ახლაც საავადმყოფოშია კვლევებზე. გამოვედი, რადგან შიგნით არ შემიშვეს. როგორც თავად ყვება, გამოცდის დროს ბავშვებმა გაიგონეს ხმა ჭერიდან და სთხოვეს, რომ ადგილი შეეცვალათ. ამის უფლება არ დართეს. ჩემი შვილი იჯდა მეთერთმეტე მაგიდასთან და დაეცა ჩემს შვილს და როგორც თქვეს, კიდევ ერთ სტუდენტს. თვითონ ამბობს, რომ დაეცა კეფაზე და ზურგზე. მაშინ, ალბათ შოკური მდგომარეობა იყო და გააგრძელა წერა. დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა, საღამოდან დაეწყო საშინელი ტკივილები ხერხემალზე. იქამდეც, სასწრაფოს რომ გამოუძახეს, ერთი დღე დავაკვირდეთო და ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ. დღეს ისევ გამოვიძახე სასწრაფო და არის ტვინის შერყევა, მაგრამ გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო, გვირჩიეს. ახლა გადაუღებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კვლევას გაუკეთებენ. გადარჩა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფრთხე ხვალ სხვის შვილს დაემუქრება. რამდენიმე საათი უნდა გაგრძელდეს კვლევა და იმედია, კარგად ჩაივლის“, –განაცხადა სტუდენტის დედამ.