სწორედ ახლა, ამ მძიმე ვითარებაში მომიწია მასთან შეხება - უკრაინის ჰიმნი ანდრია გველესიანის შესრულებით

ანდრია გველესიანი

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სოლიდარობის ნიშნად უკრაინის ჰიმნს მღერის.

მისი თქმით, მთელი ცხოვრება ერიდებოდა ამ სიმღერის შესრულებას, თუმცა ახლა, ამ მძიმე ვითარებაში მოუწია მასთან შეხება.

 „Слава Україні! მთელი ცხოვრება ვერიდებოდი ამ სიმღერის მღერას.. და სწორედ ახლა, ამ მძიმე ვითარებაში მომიწია მასთან შეხება.. (მომზადება) დიდება უკრაინას! დიდება გმირებს“ - წერს ანდრია გველესიანი. 

მომღერლის განცხადებით, როცა მისი შვილი გაიზრდება სურს უთხრას, რომ ის ისტორიის სწორ მხარეს იდგა. 

„ალექსანდრე 9 თვის გახდა. ეს ბიჭი 26 მაისს დაიბადა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, რომ გაიზარდოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ( მსოფლიოში ) - შიშის და ტერორის გარეშე. ჩემი ყველა ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ როცა ალექსანდრე გაიზრდება მისთვის თვალებში ჩახედვა შევძლო და შემეძლოს მოყოლა რომ სწორ მხარეს ვიდექი ისტორიის გადამწყვეტ წუთებში. მინდა იყოს 
ამაყი თავისი ქვეყნით და თავისი ოჯახით! სოლიდარობა ჩვენს მოძმე უკრაინას! არა ომს და ტირანულ რეჟიმს” - წერდა ის.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Andria Gvelesiani (@andriagvelesiani)