სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა - ნახეთ დეტალები

სტომატოლოგი

ახალი 2024 წლიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების და ოპერირების წესები მკაცრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სტანდარტების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, 6 თვეში ერთხელ, თანამშრომლების B ჰეპატიტზე პროფილაქტიკური იმუნიზაცია, ხოლო C ჰეპატიტზე სკრინინგი უზრუნველყოს.

„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია – დეზინფექციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი საქმიანობის დაწყებას მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ცეკვავს 81 წლის ვახტანგ ტატიშვილი, მღერიან კვაშალი, კობეშავიძე და ბესო კალანდაძე - რა ვიდეოს აქვეყნებს ბესო ჩუბინიძე

„არ მაქვს ენერგია გრძელი პოსტების... ვისურვებდი, მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც ჩვენ დავსახეთ““ - რას წერს ლიზა იასკო

საყურადღებო ინფორმაცია! „დარღვევისთვის მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - დეტალები