„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე, ანუკი დემურია სამ შვილს ზრდიან. ცნობილია, რომ სპორტსმენი საკუთარი კარიერის გამო წელიწადის განმავლობაში სახლში მხოლოდ თვე, თვე-ნახევარს ატარებს. წყვილი „ღამის პრაიმ თაიმში“ საკუთარი გაცნობის ისტორიას იხსენებს.
ლაშა ტალახაძე: - ანი ბათუმში გავიცანი. შემთხვევით შემხვდა, ერთ-ერთ სასტუმროში ავდიოდი, კაფეში. ის მეგობართან ერთად ჩამოდიოდა, მე ძმასთან და მეგობართან ერთად ვიყავი.
ანი დემურია: - რატომღაც, კარებში ვერ გამოვეტიეთ. ისე დაემთხვა, რომ კარებში ზუსტად ერთმანეთს შევხვდით. მანამდე სოციალურ ქსელში გვქონდა მიმოწერა და შემდეგ ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით. ფილმებში რომაა, მართლა ისეთი კადრი იყო.
ლაშა ტალახაძე: - ხშირი მიმოწერა არ გქვონდია, მხოლოდ „როგორ ხარ“, „რას შვრები“. ანის გულის მოგება არ გამჭირვებია. იყო პერიოდები, როცა შეხვედრა მინდოდა და მას არა. შემდეგ მე გავქრი, სპორტული დეპრესიები მქონდა. შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი. მოხდა ისე, რომ დავოჯახდი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. ეს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე რთული და მეტად საპასუხისმგებლო იყო. ვერ ვუწყობ ხელს, როცა ხშირად მასთან ერთად არ ვარ.