სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების პატარებს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

ბჯ

,,სოციალური მზრუნველობის სააგენტოს" წარმომადგენლებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში მცხოვრები 30-ზე მეტი ბენეფიციარი ოჯახი და მათი პატარებს მოინახულეს, ბავშვებს პირველი ივნისი მიულოცეს და  სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გადასცეს.

"დედაქალაქის მერია სოციალური მზრუნველობის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ყველა პატარას ვულოცავთ დღევანდელ დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ ლაღ და სიყვარულით სავსე ბავშვობას", - აღნიშნავს თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს უფროსი თენგიზ ფოფხაძე.