ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ხვალიდან, 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება
1780257597
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკის ცენტრების ინფორმაციით, ებოლას იშვიათ შტამ „ბუნდიბუგიოს“ ამ დროისთვის, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ბრაზილიაში ებოლას ორ სავარაუდო შემთხვევას იძიებენ. მათივე ინფორმაციით, ბრაზილიის სან პაულუს შტატში ებოლას სავარაუდო შემთხვევის მქონე მამაკაცს მენინგიტი დაუდასტურდა, რიო დე ჟანეიროს შტატში კი ებოლას კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.