სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა

ზღვა

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმში, „მაიაკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის დავით გაბისონია დაიღუპა.

სანაპიროზე ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს,  სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მყვინთავებმა არასრულწლოვნის ცხედარი სავარაუდო საბანაო ადგილზე, წყლის ქვეშ აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებასა და გარემოებების დადგენას აგრძელებენ.