წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766603738
სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების ჩამონათვალი წარადგინა, რომლებშიც საქართველოს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა იგეგმება.
ღონისძიებას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს დაგეგმილია 11 საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონების მოწყობა.
„აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფლის განვითარების სააგენტო პირველად მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში საერთაშორისო გამოფენაში Saudi Food Show, ინდოეთში – Anuga India და კატარში – Hospitality Qatar“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მხარდაჭერის ის მექანიზმები, რაც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სჭირდებათ.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით, აგრძელებს როგორც პირველადი, ასევე გადამმუშავებელი წარმოების მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით. აქ მოიაზრება როგორც დაფინანსების, ასევე თანამედროვე ცოდნის გავრცელების მექანიზმები, ხელშეწყობა ახალი ბაზრებზე დამკვიდრებაში და არსებულ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში. აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისგან მივიღეთ გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. ჩვენ ეს ყველაფერი მოვინიშნეთ, გავითვალისწინებთ და სამომავალოდ უფრო ეფექტიან მექანიზმს ავამოქმედებთ“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანმა დეტალურად ისაუბრა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებზე და სააგენტოს მხრიდან მონაწილე კომპანიებისთვის შეთავაზებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე.
2026 წელს სოფლის განვითარების სააგენტო გეგმავს 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას. მათ შორის გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, კატარში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1766647208