სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს. 2026 წლის 5 და 6 იანვარს, საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებშიც, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

ა) ექსპორტ - იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;

ბ) ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება;

გ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკის არსებობისას;

 აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.